რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ონლაინ სესხების აღების დროს
სასარგებლო რჩევები
თანამედროვე სივრცეში ონლაინ სესხები გამოჩნდნენ და პოპულარობაც ძალიან მალე მოიპოვეს. ბოლო დროს ხშრად ვხვდებით სხვადასხვა კომპანიების რეკლამებს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, რომლებიც სწრაფ სესხს არაფრის სანაცვლოდ გვთავაზობენ.
ეს ყველაფერი კარგია, აღარ ვრეკავთ მეგობრებში ელემენტარული თანხის საჭროების დროს, თამამდ შეგვიძლია ვისარგებლოთ ახალი სერვისებით, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომლებსაც ასეთი ტიპის სესხით სარგებლობისას კარგი იქნება ყურადღებას თუ მივაქცევთ:
სანდოობა - ონლაინ სესხის აღებისას პირველი რასაც ვაკეთებთ, ვირჩევთ კომპანიას – „რომელს ვესესხოთ“. დღეს, განვითარებული ტექნოლოგიების და აქტიური სოციალური ქსელები საშუალებით მარტივია გადაამოწმოთ ინფორმაცია ნებისმიერი კომპანიის შესახებ: რამდენი ხანია არსებობს ქართულ ბაზარზე, რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს და როგორი გამოხმაურება აქვს.
საპროცენტო განაკვეთი - სანდო კომპანიების შერჩევის შემდეგ, შეადარეთ მათი შემოთავაზებები ერთმანეთს: რამდენ პროცენტში გთავაზობენ სესხს. მაგალითად, აღებული თანხის ერთწლიანი სარგებლობის შემდეგ, რამდენი %–ით მეტს უბრუნებთ კომპანიას და შემდეგ ისარგებლეთ სასურველი კომპანიის სერვისით.
დეტალი რომელის გამოც შესაძლოა სესხი ვერ მიიღოთ - ყველა კომპანიას თავისი დაწესებული ასაკობრივი ზღვარი აქვს. ხშირად ამ დეტალს ყურადღებას არ ვაქცევთ და სესხზე უარის მოსვლის შემთხვევაში შეიძლება ვერც კი, მივხვდეთ რატომ არ გვასეხეს ფული მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ „თინას“ 15 წუთში დაუმტკიცეს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი კომპანია სესხს გასცემს 19 წლის ასაკიდან ზემოთ პირებზე, ნაწილი 20–დან, ზოგიც საერთოდ 21წლიდან. შესაბამისად თუ ასაკობრივ ცენზს არ ვაკმაყოფილებთ საჭირო თანხასაც ვერ მივიღებთ. ამიტომ ახალგაზრდებო, ყურადღება მიაქციეთ კომპანიის მიერ დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვას.
P.S. გაითვალისწინეთ ყველა ეს რჩევა და ნუ დარჩებით მოტყუებული ან იმედგაცრუებული. დეტალებზე ორიენტაცია ყოველთვის მოგებულს დაგტოვებთ.