სამომხმარებლო სესხი
მოკლე აღწერა
სამომხმარებლო სესხები მომხმარებელთა შორის პოპულარობით სარგებლობს. სამომხმარებლო სესხს კლიენტი იღებს პირადი მოხმარებისთვის. იგი განკუთვნილია გარკვეული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ავეჯის, საოჯახო ინვენტარის, სამოგზაურო ან სხვა მიზნებისთვის.
სამომხმარებლო სესხი, როგორც წესი მოკლევადიანია და შესაბამისად, ყველაზე ძვირია სხვა სესხებთან შედარებით. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის ვადაზე, მოცულობასა და მსესხებლის შემოსავალზე.
საქართველოში მოქმედი ბანკების უმეტესობა გასცემს სამომხმარებლო სესხს. სესხის აღებისთვის საჭიროა მომხმარებელს ჰქონდეს სტაბილური ფიქსირებული შემოსავალი. ეს შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების ან საიჯარო გადასახადის სახით. მოთხოვნები მსესხებლის მიმართ განსხვავდება. ხელფასის შემთხვევაში საჭიროა მინიმუმ 6 თვის მუშაობის სტაჟის ქონა. იჯარის დროს, საიჯარო ფართის გაქირავების ხანგძლივობა მინიმუმ 6 თვეს წარმოადგენს.
იგი ძირითადად უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. თუმცა დიდი თანხის აღებისას შესაძლოა უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენოთ კუთვნილი პირადი ნივთები; ტექნიკა, ავტომანქანა, ბინა და ა.შ.