სესხები 18 წლიდან საქართველოში (sesxebi 18 wlidan)

სესხები ადამიანთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად არის ქცეული და თუ წლების წინ მათი მიღება ნათესავებისგან, მეგობრებისგან, უბრალო ნაცნობებისგან და მევახშეებისგან გვიწევდა, დღეისათვის ეს პროცესი გაოფიციალურებულია.


ფულის სესხების ყველა ზემოაღნიშნული წყარო ჩაანაცვლეს ფინანსურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ კომფორტულ სერვისსა და საჭირო თანხას ნებისმიერ მსურველს სთავაზობენ. გარკვეულ საფასურში ვგულისხმობთ სესხის საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დამოკიდებულია სესხის ოდენობაზე, მისი გადახდის გრაფიკსა და რა თქმა უნდა, მის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციაზე. დასაკონკრეტებელი და ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერ მსურველში არ იგულისხმებიან არასრულწლოვანი პირები. კანონის თანახმად სესხები 18 წლიდან გაიცემა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სრულწლოვანად ითვლება მხოლოდ ის პირი რომელსაც შეუსრულდა 18 წელი.

მართალია, საქართველოს კანონი 18 წლის პირებს სრულწლოვნებად აღიარებს და შესაბამისად, სესხები 19 წელზე და სესხები 20 წლიდან ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ კრედიტუნარიანებად ძირითადად 21 წლის ასაკს ზემოთ ადამიანები უფრო განიხილებიან. აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, ფინანსური ორგანიზაციების ნაწილი სესხებს 21 წელზე დაბალი ასაკის პირებზეც გასცემს. სესხის აღება 18 წლის ასაკში განსაკუთრებით ხშირია სტუდენტური სესხების სფეროში, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევენ საშუალებას მიიღონ თანხა სწავლის დასაფინანსებლად და დაფარონ კრედიტი სამსახურის დაწყების შემდეგ.

18 wlidan sesxebi - სესხები 18 წლიდან

სტუდენტური სესხების გარდა, საკრედიტო ბაზარზე სხვა მრავალი ტიპის სესხიც არსებობს, მაგალითად:

  • სწრაფი ონლაინ სესხები;
  • სამომხმარებლო სესხები;
  • იპოთეკური სესხები;
  • ავტოსესხები;
  • ბიზნსესხები;

სტატისტიკის თანახმად ახალაგზრდებს ხშირად აინტერსებთ სამომხმარებლო სესხი 19 წლიდან და სწორედ ამიტომ, მოკლედ განვიხილოთ თავად სამომხმარებლო სესხის არსი. სამომხმარებლო სესხი არის, კრედიტის ის ტიპი, რომელიც საკუთარი მიზნობრიობით, თავის თავში აერთიანებს: ავტოსესხებს, სამოგზაურო სესხებს და სხვა ყველა იმ კრედიტს, რომლებიც სამომხმარებლო მიზნების განსახორციელებლად არის გაცემული. სამომხმარებლო სესხის მისაღებად, მსესხებელს უნდა ჰქონდეს ყოველთვიური სელფასი და თანაც ის საბანკო ბარათზე უნდა ერიცხებოდეს, რათა ბანკსა თუ სხვა საფინანსო ორგანიზაციას შემოსავალი მარტივად აჩვენოს.

სამომხმარებლო სესხის ასაღებად არ არის საჭირო სესხის უზრუნველყოფა თუმცა, არასაკმარისი ფინანსური შემოსავლის მქონე პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. თანმსესხებლის სერვისით. სამომხმარებლო სესხები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სესხი, ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს აუცილებლად გონივრულად უნდა აიღოთ. სესხის აღებამდე, დარწმუნდით იმაში, რომ მის გადახდას დროულად მოახერხებთ, რადგან კრედიტის ვადების გადაცილების და მითუმეტეს მისი გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ შეიძლება, დადგეთ ისეთი სავალალო შედეგების წინაშე, როგორებიცაა: • ჯარიმები - ვადაგადაცილებების შემთხვევაში, ფინანსური კომპანია გაკისრებთ დამატებით გადასახადს, რომლის რაოდენობაც წინასწარ არის განსაზღვრული მსესხებელსა და გამსესხებელს შორის გაფორმებულ კონტრაქტში; • შავ სიაში მოხვედრა - თუ თქვენი სესხის დაფარვისას ვადაგადაცილებები ხშირია, შესაძლოა მოხვდეთ ე.წ. შავ სიაში, რომლის წევრებიც მომავალში, გარკვეული დროით კრედიტის აღებას ვეღარ ახერხებენ. • ქონების დაყადაყება - ეს სესხის გადაუხდელობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგია, რადგან თქვენ შესაძლოა, რომ თქვენივე დაუდევრობის გამო დაკარგოთ ღირებული მოძრავი ან უძრავი ქონება. ისესხეთ გონივრულად, დაფარეთ კრედიტები დროულად და ვალები არასდროს გახდება თქვენი პრობლემა.