ავტო სესხი
ავტომობილის შეძენა გსურთ? მაშინ ავტო სესხი თქვენთვის არის. შეიძინეთ ახალი თუ ძველი მანქანა. ხშირ შემთხვევაში ახალი მანქანებისთვის პროცენტი დაბალია რადგან ბანკები და დილერები თანამშრომლობენ. შეადარეთ ერთმანეთს და აარჩიეთ საუკეთესო!
-
მანქანის ტარების უფლებით
-
თანხის მიღება მანქანის ღირებულების 90%-მდე
- სესხის ვადა
36 თვემდე
- საპროცენტო განაკვეთი
~3.5%
- სესხის თანხა
1000 - 30000 ლარი
- სესხის ვადა
1 - 36 თვე
ავტო სესხი
თუ თქვენ გსურთ ახალი ან ძველი ავტომობილის შეძენა და არ გყოფნით თანხა, თუ თქვენ ხართ დილერი, ან გსურთ რომ გახდეთ დილერი და გაქვთ მანქანების ჩამოყვანის გამოცდილება, ამ შემთხვევაში ბანკები გაძლევენ საშუალებას ისესხოთ თანხა, იმ პირობებით რომელიც სპეციალურად განკუთვნილია და მორგებულია ავტომობილის შესაძენად ან ჩამოსაყვანად. ძირითად შემთხვევაში თქვენ უზურველყოფას აკეთებთ, თქვენი ან თქვენს მიერ შეძენილი ავტომობილით
ავტო სესხის მიღების პროცესი
იმისათვის რომ აიღოთ ავტო სესხი, პირველ რიგში აუცილებელია რომ ავტომობილის ასაკი აუცილებლად უნდა იყოს 1995 წელს ზევით. ყველა ბანკს აქვს ინდივიდუალური შეზღუდვა. თქვენ ბანკს უნდა წარუდგინოთ თქვენი, ან თქვენს მიერ არჩეული ავტომობილი, რომლის შეძენაც გსურთ. ამის შემდეგ ბანკის საკრედიტო ოფიცერი შეაფასებს ავტომობილს, განსაზღვრავს მის საბაზრო ღირებულებას და დაადგენს სესხის მაქსიმალურ თანხას, რომელიც თქვენ გეკუთვნით დადგენილი საბაზრო ფასიდან გამომდინარე
ავტო სესხის უპირატესობები
- უზურნველყოფაში იდება ავტომობილი ან ის ავტომობილი რომლის შეძენაც გსურთ რაც რისკებს ამცირებს.
- სესხი მტკიცდება მარტივად თუ ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია
- სესხზე არის სპეციალური პროცენტი და დამატებითი პირობები
ეტაპები ავტო სესხის მისაღებად
ავტოსესხის მისაღებად მნიშვნელოვანია პირველ რიგში დარწმუნდეთ აკმაყოფილებთ თუ არა კონკრეტული საფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნებს. შემდეგ კი მოგიწევთ გაიაროთ ეტაპები:
- 1. გასაუბრება საკრედიტო ექსპერტთან.
- 2. სესხის განაცხადის შევსება.
- 3. მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა და რისკების განყოფილების მიერ განაცხადის განხილვა.
ონლაინ რეჟიმში: ავტო სესხის განაცხადის შევსება სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილებიდან. თანხის მიღება კი უახლოეს ფილიალში ხდება.